სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის ავტორი:
ნინელი ნუმანიშვილი
პროექტის სახელწოდება: ,,სიკეთე გვაბედნიერებს“
საფეხური/კლასი: I-VI კლასები
პროექტის განხორციელების ვადები: 3 კვირა
პროექტის აქტუალობა: ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ სხვა ადამიანებთან
ურთიერთობა,ურთიერთობა ისეთ საზოგადოებასთან,ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა,მხარდაჭერა,დახმარება
და მათზე მზრუნველობა. თითოეული ჩვენგანის
მოვალეობაა ცხოვრება გავულამაზოთ და თავი ვაგრძნობინოთ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად.
მოსწავლეებს ამ
პროექტში მონაწილეობით განუვითარდებათ სოციალური უნარები,ისწავლიან ყოველივე ზემოთ
ჩამოთვლილს და გაიზრდებიან ღვთისნიერი და კეთილშობილი ადამიანები.შეძლებენ ურთიერთობას
და კომუნიკაციას ერთმანეთთან,სოციალურად განსხვავებულ შშმ. პიროვნებებთან,თემთან. განუვითარდებათ
ესგ-ით მოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები.
პროექტის
მიზანი:
·
იმსჯელებენ
ქველმოქმედების მნიშვნელობაზე,მოიყვანენ ქველმოქმედების მაგალითებს.
·
დასახავენ
გეგმას,ვის და როგორ მოეხმარონ.
·
განუვითარდებათ
კომუნიკაციის,თანამშრომლობის,სოციალური,გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები,ისწავლიან ემპათიას.
·
განუვითარდებათ
განსხვავებულ სოციალურ გარემოში მცხოვრები ადამიანების მიღების და აღიარების უნარები.
პროექტის მდგრადობა: პროექტი მდგრადი და სიცოცხლის უნარიანია,მოსწავლეები
კვლავაც გააგრძელებენ მომავალში საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.
პროექტის გეგმა:
ü
კლასის
საათის ჩატარება თემაზე: ,,ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია“
ü
მოსწავლეებისთვის
პროექტის იდეის გაცნობა.
ü
მათთან
ერთად პროექტის გეგმის შემუშავება.
ü
მშობელთა
კრების ჩატარება,მშობლებისთვის პროექტის იდეის გაცნობა.
ü
სოციალურ
სამსახურთან კომუნიკაცია და სოციალური მომსახურების ბენეფიციარების შერჩევა.
ü
პროექტის
განხორციელებისათვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეგროვება.
ü
სოციალური
მომსახურების ბენეფიციარებთან შეხვედრა-სტუმრობა,მათთვის მოსწავლეთა მიერ შეგროვილი
ნივთების გადაცემა და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
ü
პროექტის
შეჯამება-შეფასება.
პროექტის აღწერა:
ჩავატარე კლასის
საათი თემაზე ,,სიკეთე გვაბედნიერებს“.მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ მოცემული თემა და ჩვენს შორის შედგა სასიამოვნო დიალოგი. აღმოჩნდა,რომ
ბავშვები ძალიან ჰუმანურები და შეგნებულები არიან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.გაიხსენეს,რომ
ბევრჯერ დახმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ინტერნეტის საშუალებით შევჯერდით,რომ
უნდა მოგვენახულებინა სიღნაღის,წნორის ,,ბროწლიანის სათნოების სახლი“,რაშიც ძალიან
დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა სიღნაღის მერის მოადგილემ,ბატონმა თემური სალარჯიშვილმა,რომელიც
წარსულში იყო ამავე სახლის დირექტორი.მანვე მოაგვარა ყველა საკითხი,რასაც სოციალური
სამსახური მოითხოვდა.მოცემულ სათნოების სახლში იმყოფებიან მოხუცებულები,შუა ხნის ასაკის,ბავშვები
და უნარშეზღუდული ადამიანები.მოსწავლეებმა ჩათვალეს,რომ ამჯერად იქ წასულიყვნენ,ხოლო
სურვილი გამოთქვეს,რომ ეს არ ყოფილიყო ერთჯერადად და გაზაფხულზე სხვა კუთხის ბენეფიციარები
მოენახულებინათ, 09/11/2019 წელს ვესტუმრეთ და ჩავიტანეთ ბავშვების მიერ შეგროვილი
თბილი ტანსაცმელი,სოფლის ნობათი:ლობიო,კარტოფილი,კაკალი,ვაშლი. შეგროვილი თანხით,რაც
10 ლარს მოიცავდა,შევიძინეთ:მაკარონი,ვერმიშელი,ბრინჯი,გრეჩიხა,შოკოლადები,კანფეტები,პეჩენიები,ნამცხვრები
და ყავა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან კეთილი საქმის კეთებას,იქნებიან
მისაბაძი პიროვნებები,როგორც თანატოლებისთვის,ასევე სხვა ასაკის მოსწავლეებისთვის.ჩამოყალიბდებიან
სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ და ღირსეულ წევრებად.განუვითარდებათ თანადგომის,თანაგანცდის
და ემპათიის უნარ-ჩვევები.განუვითარდებათ ესგ-ით მოცემული კომპეტენციები.
შეფასება და მონიტორინგი: პროექტის განმავლობაში ვახორციელებდი მონიტორინგს,ბოლოს
შეფასებისათვის გამოვიყენე თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებისათვის და მასწავლებლის
თვითშეფასების რუბრიკა.(რუბრიკები პროექტის გეგმას თან ახლავს.)
თვითშეფასების კითხვარი
მოსწავლეებისთვის
o
რა მოგცათ სოციალურმა პროექტმა?
ა) დავრწმუნდი,რომ დახმარების აღმოჩენა
მათთვის,ვისაც ეს ესაჭიროება,დიდი სიკეთეა.
ბ) სურვილი გამიჩნდა სხვა დროსაც
მივიღო მონაწილეობა მსგავს საქველმოქმედო პროექტებში.
გ) საინტერესო არაფერი.
o
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება
იყო?
ა) ბევრად უკეთესი.
ბ) როგორიც აქამდე იყო.
გ) უარესი.
o
პროექტის დროს საქმიანობით კმაყოფილი ხართ?
ა) კმაყოფილი ვარ.
ბ) მეტს ველოდი.
გ) უკმაყოფილო ვარ.
o
ყველაზე მეტად რა მოგეწონათ ამ პროექტში?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
o
მსგავს პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში რას შეცვლიდი?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მასწავლებლის
თვითშეფასება
·
შევძელი
თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
პროექტით დასახული მიზნები სრულად მიღწეულ იქნა.
·
რომელი
აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
პროექტით განსაზღვრული ყველა აქტივობა სრულად განხორციელდა.
·
რომელ
კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
პროექტმა ხელი შეუწყო კლასში თანამშრომლობითი ურთიერთობების
განვითარებას,მოსწავლეებმა გაიაზრეს ქველმოქმედების მნიშვნელობა და შეძლებისდაგვარად
დახმარება აღმოუჩინეს და ცხოვრება გაუხალისეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
·
რა
სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
სოციალური მომსახურების ბენეფიციარები დარწმუნდნენ,რომ მათზე ზრუნავენ და ფიქრობენ. მოსწავლეები
დარწმუნდნენ,რომ ქველმოქმედება და სიკეთე დიდი მადლია და დიდი ბედნიერებაა,როცა ვინმეს
დახმარებას გაუწევ.
·
რა
უნდა გავითვალისწინოთ მომავალში?
მსგავსი პროექტები ხშირად განვახორციელოთ და მოვინახულოთ
საქართველოს ყველა კუთხის ბენეფიციარი.
სოციალური პროექტის რეფლექსია
2019 წლის 26 ოქტომბრიდან
9 ნოემბრის პერიოდში სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის I-VI კლასების მონაწილეობით განვახორციელე სოციალური პროექტი
,,სიკეთე გვაბედნიერებს“.
თავდაპირველად ჩავატარე
კლასის საათი და მოვისმინე მოსწავლეების აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.მოსწავლეების
დიდმა სურვილმა და მონდომებამ მომცა სტიმული,ძალა და მოტივაცია,რომ აღნიშნული პროექტისთვის
ჩამეყარა საფუძველი,ერთობლივი გადაწყვეტილებით შევჯერდით,რომ პროექტის სახელწოდება
ყოფილიყო ,,სიკეთე გვაბედნიერებს“.შემდეგი 3 კვირა მოვანდომეთ სოფილის ნობათის და თბილი
ტანსაცმლის შეგროვებას.ბავშვები აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროექტში,დაინტერესებულები
იყვნენ მშობლებიც,რომლებთანაც პროექტის დაწყებამდე ჩავატარე მშობელთა კრება,მათი დახმარებით
პროექტი წარმატებულად დასრულდა. ვეწვიეთ სიღნაღის,წნორის ,,ბროწლიანის სათნოების სახლს“,
მივუტანეთ შეგროვილი ნობათი: კარტოფილი,ვაშლი,კაკალი,ნიორი,ხახვი;თბილი ტანსაცმელი;ტკბილეული,მაკარონი,ბრინჯი,გრეჩიხა
და შაქარი.პროექტის დასასრულს მოსწავლეებს ჰქონდათ ბედნიერების განცდა და დარწმუნდნენ
პროექტის სათაურის სისწორეში.
პროექტის მიზნებად
განისაზღვრა:
·
იმსჯელებენ
ქველმოქმედების მნიშვნელობაზე.
·
მოიყვანენ
ქველმოქმედების მაგალითებს საკუთარი ცხოვრებიდან.
·
დასახავენ
გეგმას ვის და როგორ დაეხმარონ.
·
განუვითარდებათ
კომუნიკაციის,თანამშრომლობის,სოციალური,გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები,ისწავლიან ემპათიას.
·
განუვითარდებათ
განსხვავებულ სოციალურ გარემოში მცხოვრები ადამიანების მიღების და აღიარების უნარები.
აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა და დასახული მიზნები
მიღწეულ იქნა.
ვეცდები მსგავსი პროექტები ხშირად განვახორციელო,რაც
დამეხმარება მოსწავლეების ჰუმანურად გაზრდაში
და სოციალური უნარების განვითარებაში.ვფიქრობ კარგი იქნება საქართველოს სხვა კუთხეებშიც
განვახორციელო მსგავსი პროექტები,ვინაიდან ჩვენი დახამარება ყველა კუთხეშია საჭირო,მოვინახულოთ
კიდევ ბევრი ბენეფიციალი,სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები,მოხუცთა და ბავშვთა
თავშესაფარები.
დაწყებითი კლასების პედაგოგი-ნინელი ნუმანიშვილი
სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო
სკოლა
მეილი- nineli.ninuca.niniko@gmail.comმობილური- 577 616 347










Комментарии
Отправить комментарий